შეგვიძლია ვთქვათ რომ "მთავარი არხი" ამ მომენტისთვის საქართველოში ყველაზე პოპულალური ოპოზიციური არხია, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა, გამოირჩევა კრიტიკული აზრთა სიმრავლით და ასევე მზარდი რეიტინგით. ტელეკომპანიამ სულ რაღაც ერთ წელიწადში მოახერხა რომ გამხდარიყო მოწინავე და რეიტინგებში ამ მომენტისთვის მეორე ადგილს იკავებს, "მთავარმა არხმა" მოახერხა და გადაუსწრო ისეთ ტელეკომპანიებს, რომლებიც შედარებით დიდი ისტორიით და ფინანსებით გამოირჩევა.
"მთავარი არხი"-ს ისტორია
ოფიცლიალურად ტელეკომპანიის შექმნის იდეა 2019 წლის ზაფხულის მეორე ნახევარში გაჩნდა, ხოლო არხი ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს, 21:00 საათზე გავიდა. ეთერში გასვლიდან მცირედ დროში, არხმა შეძლო და შეავსო მთლიანი საეთერო ბადე, ხოლო 1 წლის თავზე ოფიციალურად რეიტინგების მოწინავე პოზიციაზე მოხვდა და რაც მთავარია ინარჩუნებს ამ პოზიციას.
გადაცემები "მთავარ არხზე"
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, "მთავარი არხის" მთლიანი საეთერო ბადე შევსებულია და უამრავ გადაცემას მოიცავს. არხი გამოირჩევე პოლიტიკური გადაცემების სიმრავლით, ასევე გასართობი, შემეცნებითი, მუსიკალური, იუმორისტული და სხვა მრავალი ჟანრის გადაცემებით. არხი უამრავი ცნობილი და ყველასთვი საყვარელი ადამიანების სიმრავლით გამოირჩევა, ეს ეხება როგორც შოუბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე იუმორისტებს და ჟურნალისტებს. "მთავარ არხზე" დიდი ადგილი ეთმობა ისეთ გადაცემებს, რომლებიც აქტიურად ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სიმღერებს და აღმოაჩინოს ნიჭიერი ქართველი მომღერლები.
"მთავარი არხი" სოციალურ ქსელში
ტელეკომპანია "მთავარი არხი" რეკორდების სიმრავლით გამოირჩევა, იმის გათვალისწინებით თუ როგორ მცირედ დროში შეძლო არხმა პოპულარობის და მზარდი რეიტინგის მოპოვება, ალბათ არ გაგიკვირდებთ რომ ანალოგიური სოციალურ ქსელზეც გითხრათ. არხმა სულ რაღაც 1 დღეში შეძლო "ფეისბუქზე" 100 000 გამომწერი მოეგროვებინა, 1 წლის თავზე კი ეს რიცხვი 700 000-მდე გაიზარდა და ამ კუთხითაც რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე მოექცა. ასევე, ერთ წელის თავზე არხის ოფიციალურ გვერდზე ჩართულობამ 12,8 მილიონს მიაღწია და ამ საკვირაო რეიტინგით ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ტელეკომპანიის ვებ-საიტი
"მთავარი არხის" ვებ-გვერდი საკმაოდ დახვეწილია, ის მორგებულია ყველა მოწყობილობაზე და მარტივი აღსაქმელია ნებისმიერი ვიზიტორისთვის. არხის ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლია ყველა მომხმარებელს, ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.
და ბოლოს...
ჩვენთან შეგიძლიათ უყუროთ "მთავარ არხს" ლაივში და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე თვალი ადევნოთ ნებისმიერ გადაცემას. ასევე ჩვენთან არის მთავარ არხი გადახვევით და ეს ყველაფერი თქვენითვის მასქიმალური კომფორტის შექმნისთვისაა.